1.
პროექტის სახელწოდება: ,,პუანტილისტები“
2.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები ახლოს გაეცნობიან
ერთ-ერთ მიმდინარეობას სახვით ხელოვნებაში.
3.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეძლებენ პრაქტიკული მუშაობისას ფერწერის
სხვადასხვა მიმდინარეობების განსხვავებას.
4.
პროექტის მიზნები: I მოსწავლეები შეძლებენ ფერწერულ ნახატებში ამ მიმდინარეობის
ამოცნობას.
II გამოუმუშავდებათ ჯგუფური მუშაობის უნარი.
III გამოიმუშავებენ მასალაში მუშაობის უნარებს.
5.
მოსწავლეთა ასაკი: 13-14 წლის
6.
ვადები/ხანგრძლივობა: 4 საგაკვეთილო საათი.
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება
შეიქმნას: ფერწერული ნახატები.
8.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საინფორმაციო ტექნოლოგოა, წყლის (გუაშის) საღებავები, ფორმატის ფურცლები, ფუნჯები,
9.
I პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): I მოსწავლეები
მოიძიებენ ინფორმაციას პუანტილიზმის და პუანტილისტების შესახებ, გაეცნობიან ამ მიმდინარეობაში შექმნილ
ნამუშევრებს.
II შეასრულებენ ესკიზებს.
III შექმნიან ჯგუფებს, მოახდენენ რესურსების მობილიზებას.
IV ჯგუფებში აირჩევენ საუკეთესო ესკიზს და გადაიტანენ
ფორმატის ფურცელზე ( თითოეულ ჯგუფში იქნება
ისეთი მოსწავლე რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლია ხატვა).
V დაფერვა (დაფერვა ყველას შეუძლია, მიყვებიან წინასწარ
მოხაზულ კონტურს).
VI მოამზადებენ და მოაწყობენ ექსპოზიციას.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთანკავშირი:
ს.გ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული
პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
●
იყენებს ფერის გრადაციას, სხვადასხვა ტონალობას ნამუშევარში მოცულობის, სივრცის გადმოსაცემად;
ს.გ.VIII.2. მოსწავლე იჩენს ინიციატივას და ავითარებს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის
და პროცედურის გამოყენების უნარს ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
●
შერეული ტექნიკით ქმნის
გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებს;
ს.გ.VIII.5.
მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს
და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
●
კონკრეტული ამოცანის
გადასაჭრელად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას;
●
განსაზღვრავს იმ მოქმედებებს,
რომლებიც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად;
ს.გ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა
სტრატეგიას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
●
მოიძიებს და აზუსტებს
ინფორმაციას მომავალი პროექტის დასაგეგმად;
●
ანაწილებს გუნდში სამუშაოს/ფუნქციებს/მოვალეობებს;
●
ითვალისწინებს და იყენებს
გუნდელის/ების შესაძლებლობებს (პოტენციალს);
ს.გ. VIII.7. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების
ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
●
მსჯელობს ნახატში გამოსახული
ობიექტების კომპოზიციურ განაწილებაზე;
●
აფასებს ნამუშევარს
მასში გამოყენებული მხატვრული ხერხების მიხედვით;
●
მსჯელობს ხელოვნების
ნიმუშის ჟანრზე, თემაზე, მასალაზე, ტექნიკაზე;
11. პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი): ლალი ბეგალიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
Комментариев нет:
Отправить комментарий