пятница, 7 июня 2013 г.

პროექტის განხორციელება

პროექტი

1.    პროექტის სახელწოდება:  ,,პუანტილისტები“
2.      პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები ახლოს გაეცნობიან ერთ-ერთ მიმდინარეობას სახვით ხელოვნებაში.
3.      პროექტის აქტუალობა:   მოსწავლეები შეძლებენ პრაქტიკული მუშაობისას ფერწერის სხვადასხვა მიმდინარეობების განსხვავებას.
4.      პროექტის მიზნები: I   მოსწავლეები შეძლებენ ფერწერულ ნახატებში ამ მიმდინარეობის ამოცნობას.
II      გამოუმუშავდებათ ჯგუფური მუშაობის უნარი.
III     გამოიმუშავებენ მასალაში მუშაობის უნარებს.
5.       მოსწავლეთა ასაკი:     13-14 წლის
6.       ვადები/ხანგრძლივობა: 4 საგაკვეთილო საათი.
7.       მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფერწერული ნახატები.
8.       პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  საინფორმაციო ტექნოლოგოა, წყლის (გუაშის) საღებავები,  ფორმატის ფურცლები,  ფუნჯები,
9.      I პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  I  მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას პუანტილიზმის და პუანტილისტების  შესახებ, გაეცნობიან ამ მიმდინარეობაში შექმნილ ნამუშევრებს.
II  შეასრულებენ ესკიზებს.
III  შექმნიან ჯგუფებს, მოახდენენ რესურსების მობილიზებას.
IV  ჯგუფებში აირჩევენ საუკეთესო ესკიზს და გადაიტანენ ფორმატის ფურცელზე            ( თითოეულ ჯგუფში იქნება ისეთი მოსწავლე რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლია ხატვა).
V    დაფერვა (დაფერვა ყველას შეუძლია, მიყვებიან წინასწარ მოხაზულ კონტურს).
VI   მოამზადებენ და მოაწყობენ ექსპოზიციას.
10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთანკავშირი:
ს.გ.VIII.1.  მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს სახვითი  ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას. 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
       იყენებს ფერის  გრადაციას, სხვადასხვა ტონალობას ნამუშევარში  მოცულობის, სივრცის გადმოსაცემად;
ს.გ.VIII.2.  მოსწავლე იჩენს ინიციატივას და ავითარებს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის და პროცედურის გამოყენების უნარს ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
       შერეული ტექნიკით ქმნის გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებს;

ს.გ.VIII.5.  მოსწავლეს  შეუძლია  დაგეგმოს  და  შეასრულოს  სხვადასხვა სახის სამუშაო.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
       კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას;
       განსაზღვრავს იმ მოქმედებებს, რომლებიც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად;

ს.გ.VIII.6.  მოსწავლეს შეუძლია მიმართოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
       მოიძიებს და აზუსტებს ინფორმაციას მომავალი პროექტის დასაგეგმად;
       ანაწილებს გუნდში სამუშაოს/ფუნქციებს/მოვალეობებს;
       ითვალისწინებს და იყენებს გუნდელის/ების შესაძლებლობებს (პოტენციალს);

ს.გ. VIII.7.    მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
       მსჯელობს ნახატში გამოსახული ობიექტების კომპოზიციურ განაწილებაზე;
       აფასებს ნამუშევარს მასში გამოყენებული მხატვრული ხერხების მიხედვით;
       მსჯელობს ხელოვნების ნიმუშის ჟანრზე, თემაზე, მასალაზე, ტექნიკაზე;

11.  პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი):   ლალი ბეგალიშვილი

12.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:   


среда, 5 июня 2013 г.

ჩემს შესახებ

მე ვარ ლალი ბეგალიშვილი. პროფესიით მხატვარი-კერამიკოსი,  ვასწავლი ქ. ქუთაისის N 32 საჯარო სკოლაში სახვით ხელოვნებას.